საზღვრებს გარეთ

ესპანეთში საქართველოს ელჩის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ესპანეთში 2009 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ნაციონალური ბალეტის _ `სუხიშვილების' კონცერტი ქალაქ მადრიდის `გრან ვიას' თეატრში გამართა, ამ ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ საერთაშორისო ფონდი 'საქართველოს მეგობრები'.

საქართველოს ნაციონალური ბალეტი პირველი სახელმწიფო დონის პროფესიონალური ცეკვის ანსამბლია, რომელიც 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დააარსეს. სუხიშვილების ანსამბლმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციაში.
ნაციონალური ბალეტის არსებობის განმავლობაში 'სუხიშვილებს' ჰქონდათ არაერთი გამოსვლა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საკონცერტო სივრცეებსა და დარბაზებში, როგორიც გახლავთ Albert Hall, The Coliseum, The Metropolitan Opera, Madison Square Garden და სხვები. ხოლო 1967 წელს პირველად, საკუთარი არსებობის ისტორიაში, `ლა სკალას' სახელგანთქმულმა თეატრმა დართო ნება ფოლკლორულ ანსამბლს, რომ მის დარბაზში გაემართა კონცერტი.
ანსამბლის კოსტიუმები 1908-1989 წლების განმავლობაში სიმონ (სოლიკო) ვირსალაძემ შექმნა.
ამჟამად სუხიშვილების საოჯახო ტრადიციას ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ერთადერთი შვილის, თენგიზის ვაჟი, ილიკო აგრძელებს, ის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია, მისი და, ნინო სუხიშვილი კი – დირექტორი. ნინოს ეკუთვნის ახალი კოსტიუმების დიზაინი, ხოლო რამდენიმე ახალი ცეკვა, რომელიც სუხიშვილების ანსამბლის რეპერტუარს ბოლო წლებში დაემატა, ილიკო-უმცროსის ქორეოგრაფიით დაიდგა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად.
http://www.friendsofgeorgia.com

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი უკრაინაში, ბელორუსსა და მოლდოვაში თვენახევრიან გასტოროლებს იწყებს.
როგორც სუხიშვილების ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა განაცხადა, უკრაინაში, ბელორუსსა და მოდლოვაში გასტროელები ტრადიციად იქცა. აღნიშნულ ქვეყნებში კონცერტები უკვე 7 წელია თებერვალსა და მარტში იმართება.

სუხიშვილები თბილისში მარტის შუა რიცხვებში დაბრუნდებიან და თბილისის საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე მემორიალური, ანუ ძველი პროგრამით წარსდგებიან.